პოლიტოლოგის მოსაზრება: რუსეთის ვიზების გაცემა გართულდება

© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი სილაევი
ნიკოლაი სილაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი პოლიტოლოგის ვარაუდით, დიპლომატის გაწვევა საქართველოსთვის არავის მოუთხოვია, ვინაიდან ქვეყანა ისედაც არ აპირებდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევის გამო, ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ვიზების მიღება გაუჭირებათ, აცხადებს კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი.

ექსპერტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, გაიწვიოს ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატი.

„უკვე გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე დიპლომატის გაწვევა, რომელიც მხოლოდ საკონსულო საკითხებით იყო დაკავებული, აბსურდულია. გარდა იმისა, რომ გართულდება ვიზების გაცემის პროცესი, სხვა არაფერი შეიცვლება. რუსეთის ინტერესთა სექციაში ცოტა პერსონალია, დატვირთვა კი დიდი. გამოდის, რომ ვიზები კიდევ მეტად ნელა გაიცემა“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

სილაევის თქმით, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ისედაც ვერ ცვლიდა რუსეთის სრულფასოვან საელჩოს. რუსი დიპლომატები შვეიცარელი კოლეგების გარეშე შეზღუდულები არიან ქმედებაში და ვერ ესწრებიან სამთავრობო შეკრებებს. 

რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში - Sputnik საქართველო
რუს დიპლომატს საქართველოდან იწვევენ - ნოტა გადაცემულია

„ეჭვი მეპარება, რომ ამას ვინმე ითხოვდა საქართველოსგან. ის ისედაც არ აპირებდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამასთან, რუსეთის იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც მას აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან აქვს, ამას ვერც ვერავინ შენიშნავს“, – განმარტავს პოლიტოლოგი.

სილაევი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს პერსპექტივა. დიპლომატის გაწვევა ვერ გააბათილებს იმ მიღწევებს, რომლებსაც მათ მიაღწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0