კულტურული მემკვიდრეობის რამდენი ძეგლი რესტავრირებულია ორ წელიწადში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმართლმადიდებლური ტაძარი ანანურის ციხის ტერიტორიაზე
მართლმადიდებლური ტაძარი ანანურის ციხის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის რესტავრირებულ ობიექტთა უმრავლესობა - X-XII საუკუნეების ტაძრები და კოშკებია

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში რეაბილიტირებულია კულტურული მემკვიდრეობის 231 ძეგლი, ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 84 ობიექტს, განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და 2016-2017 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინა.

ლევან სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველი გენიოსი საკუთარ მულტიმედიურ ნამუშევრებს თბილისში აჩვენებს

კულტურული მემკვიდრეობის რესტავრირებულ ობიექტთა უმრავლესობა — X-XII საუკუნეების ტაძრები და კოშკებია. ობიექტთა შორის არის ასევე XIX-XX საუკუნეების პერიოდის გაპარტახებული შენობები, მაგალითად, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში, ისტორიული მუზეუმი სტეფანწმინდაში, კავალერიის ფლიგელი ბორჯომში. სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ანთიძის თქმით, ოც ობიექტზე, რომელიც საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობას წარმოადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. აღნიშნულ ობიექტებს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სააგენტოს ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ და ორი წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მათ 24 მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოყვეს.


ყველა ახალი ამბავი
0