ახალგაზრდა ქართველი გენიოსი საკუთარ მულტიმედიურ ნამუშევრებს თბილისში აჩვენებს

© Facebook / Levan Songulashvili Artლევან სონღულაშვილი
ლევან სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს უჩვეულო მულტიმედიური გამოფენა ელოდება

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სახელოვანი ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალური მულტიმედიური გამოფენა თბილისის გალერეა „ერთში“ საღამოს 4 აპრილს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენის კურატორია ისტორიკოსი, კრიტიკოსი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურატორი მარკ გისბორნი. ექსპოზიცია, რომელიც მასშტაბურ ნახატებს, ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს მოიცავს, მიწიერ და მგზნებარე ცხოვრებაში სენსორულ ჩაძირვას წარმოადგენს.

„ეს არის მენტალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პასაჟის ინსტალაცია. რეკა სტიქსი ეგვიპტურ მითოლოგიაში რადიკალური ცვლილებების წყლის სიმბოლოა: სამყაროს ცვალებადი ასპექტებიდან ჩვენი სავარაუდო წარმომავლობის უცვლელ და გარდაუვალ მოცემულობამდე; ცოცხალი ცნობიერებიდან დაფარულ შეუცნობლობამდე; სიცოცხლიდან სიკვდილამდე და წარმოსახვითი სამყაროდან საიქიოს ცხოვრებამდე“, — ასე აღწერს ექსპოზიციას კურატორი მარკ გისბორნი.

ექსპოზიცია 22 მაისამდე გაგრძელდება.

სონღულაშვილის ფენომენი

ახალგაზრდას ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრულ მუზეუმში — ბრუკლინის მუზეუმში მსოფლიოს დიდი მხატვრების კოლექციებს შორის ინახება.

1895 წელს დაარსებული ბრუკლინის მუზეუმი 2 მილიონამდე ექსპონატს მოიცავს, ძველი ეგვიპტის შედევრებიდან თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებამდე. მუზეუმი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ბრუკლინის ცენტრში კრაუნ-ჰაიტსის რაიონში ბოზ-არ სტილის შენობაში მდებარეობს და მას ყოველწლიურად 500 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.

ლევან სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან სონღულაშვილის ნახატებს ბერლინში გამოფენენ

ლევან სონღულაშვილის შემოქმედებას ბრუკლინის მუზეუმის დამთვარიელებელი 2016 წლის ნოემბერში გაეცნო. მაშინ ქართველი არტისტი და კიდევ 20 მხატვარი ცნობილი ბრიტანელი ფერმწერის უილიამ ტერნერის სახელობის პროექტში მონაწილეობდა. მათთვის ამერიკელი როკ-ვოკალისტი, ალტერნატიული როკის ერთ-ერთი დამაარსებელი და გურუყ იგგი პოპი პოზირებდა.

ასე გახდა სონღულაშვილი პირველი ქართველი მხატვარი, ვისი ნამუშევრებიც 2017 წელს ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეირჩა. მისმა ნახატებმა დაიმკვიდრა ადგილი სახვითი ხელოვნების ისეთი დიდი ოსტატების ნამუშევრების გვერდით, როგორებიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო და პოლ გოგენი.

ლევან სონღულაშვილი — 26 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით თბილისიდან აშშ–ში საცხოვრებლად გადავიდა როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.

სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.


ყველა ახალი ამბავი
0