თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ფესტივალი „ბედნიერების ასაკი. გაზაფხული თბილისში“ საქართველოს დედაქალაქში 27 აპრილიდან 4 მაისამდე გაიმართება. შეკრებილების წინაშე წარდგებიან რუსული და ქართული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა მაქსიმ დუნაევსკი, ანდრეი მაკარევიჩი, ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე.
„ბედნიერების ასაკი“ — ვლადიმირ და იულია იაკოვლევის საერთაშორისო პროექტია იმ ადამიანებზე, რომლებიც 50 წლის ასაკის შემდეგ უფრო საინტერესოდ და მხიარულად ცხოვრობენ, ვიდრე ახალგაზრდობაში. მათ არ ეშინიათ ხელახლა იპოვონ საკუთარი თავი და ოცნებები რეალობად აქციონ. სწორედ 50 წლის შემდეგ მათ ნანატრ „ბედნიერების ასაკს“ მიაღწიეს.
ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდება სპეციალური შემოქმედებითი საღამოები. ასე მაგალითად, „ბედნიერების ასაკის“ სტუმრებს შორის იქნება პოლიგლოტი დმიტრი პეტროვი, რომელიც 50 ენას ფლობს. ის უამბობს ფესტივალის მონაწილეებს, როგორ შეიძლება სწრაფად და ადვილად ისწავლო ნებისმიერი ენა.
სტუმრებს შორის იქნება ასევე რუსეთის სახალხო არტისტი ალისა ფრეინდლიხი, რომელიც სპეციალურად ჩამოვა სანქტ-პეტერბურგიდან, რათა მაყურებელს გაესაუბროს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა, ვლადიმირ და იულია იაკოვლევებმა მონაწილეებისათვის კურსებისა და სემინარების სპეციალური პროგრამა მოამზადეს: მახვილი გონება, კარგი განწყობა, საინტერესო სამსახური, გემრიელი საჭმელი შეზღუდვების გარეშე. სემინარებს საუკეთესო სპეციალისტები გაუძღვებიან.
პროექტი „ბედნიერების ასაკი“ დაიწყო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ვლადიმირ იაკოვლევის ამავე დასახელების წიგნი გამოვიდა.
ფესტივალი 3 მაისს დაიხურება. პირველი ფესტივალი „ბედნიერების ასაკი“ 2015 წლის შემოდგომაზე მონტენეგროში გაიმართა.
ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.