მსოფლიოს საუკეთესო „პრინცები" და „პრინცესები" ბათუმის ფესტივალზე შეიკრიბებიან

© FB / Best Princess & Princeსილამაზის კონკურსის გამარჯვებულის გვირგვინი
სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის გვირგვინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე გამარჯვებული და დამარცხებული არ იქნება - ყველა ბავშვი მიიღებს პრიზს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოში რიგით მეორე საბავშვო ფესტივალი „მსოფლისო საუკეთესო პრინცი და პრინცესა" გაიმართება. ფესტივალზე მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ასამდე სტუმარი შეიკრიბება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების დამფუძნებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

ღონისძიება 11-17 აპრილს ბათუმში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობისთვის აჭარაში სტუმრები ჩამოვლენ აშშ-იდან, ინდოეთიდან, პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან.

დემი-ლეი ნელ-პეტერსი მშობლებთან ერთად - Sputnik საქართველო
„მის სამყაროს“ ტიტული სამხრეთ აფრიკელ ლამაზმანს ერგო - ვიდეოკადრები

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს სილამაზის კონკურსი არ არის. პროექტის მიზანია ბავშვების პიროვნული განვითარება. თითოეულმა მონაწილემ უნდა ჩამოიტანოს ორწუთიანი ვიდეო, ე. წ. „ეკოპროექტი", რომელიც გარემოს დაცვას ეძღვნება. ასევე, ფესტივალის ფარგლებში შევეცდებით მათ შევახსენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა ცხოველებზე, ყველა გაჭირვებულზე, ყურადღება ხანშიშესულების მიმართ და ა. შ.", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

პატარა მონაწილეებისთვის ფესტივალის ორგანიზატორები მრავალფეროვან პროგრამას ამზადებენ: ტალანტ-შოუ, ეკოლოგიური პროექტი, რომლის ფარგლებში ჩატარდება გამწვანების აქცია, მეგობრობის საღამო, ქველმოქმედების დღე. გარდა ამისა, მონაწილეები ეწვევიან სახლს, რომელშიც მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ეროვნული კოსტიუმებისადმი მიძღვნილი ღონისძიება: თითოეული მონაწილე ისაუბრებს თავისი სამშობლოს კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

მახო მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოდელი მამაკაცების ტოპ-10

ბავშვებს ელოდება გასართობი პროგრამაც — ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში. ისინი ასევე მოინახულებენ მაღალმთიან ქედას.

ღონისძიების ფინალი 15 აპრილს გაიმართება. წელს ფესტივალის ბილეთები არ გაიყიდება, რადგან ორგანიზატორები აპირებენ მოიწვიონ მშობლების მეურვეობას მოკლებული ბავშვები, ასევე ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

მგალობლიშვილის თქმით, საჩუქარს უკლებლივ ყველა მონაწილე მიიღებს. ეს იქნება ვერცხლის მოოქროვილი და ძვირფასი თვლებით მორთული გვირგვინი, სიგელები, დიპლომები და სხვა პრიზები.

„არ ვაპირებთ ვინმეს გამოყოფას. არ იქნება პირველი, მეორე ან მესამე ადგილი. ყველა კმაყოფილი დარჩება. არასდროს ვატარებ სილამაზის კონკურსს 14 წლამდე ბავშვებში. პატარებს შორის მხოლოდ ფესტივალებსა და ფორუმებს ვატარებ, რომლებიც მათ განვითარებას ეხმარება", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

ფესტივალის მონაწილე ქვეყნებმა უკვე აირჩიეს თავიანთი „პრინცები" და „პრინცესები" (4-დან 14 წლამდე). ისინი მზად არიან საქრათველოში ჩამოსასვლელად.

ფესტივალის დაარსების იდეა ეკუთვნის ეკატერინე მგალობლიშვილს, რომელიც არის კონკურსის Little Miss Galaxy Georgia-ს ორგანიზატორი, ასევე თათრეთის საბავშვო საზოგადოებრივი ორგანიზაციის დირექტორ, ნატალია კისილევას.

 

ყველა ახალი ამბავი
0