ბათუმის პორტმა მუშაობა განაახლა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტის ადმინისტრაციის შენობა
ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბათუმის ნავთობის ტერმინალის" ხელმძღვანელობის გაფიცულებთან მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა პორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თანამშრომლების სამდღიანი გაფიცვის შემდეგ ბათუმის პორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა, განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ბათუმის ნავთობის ტერმინალის" გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილაევმა.

ორშაბათს პორტის თანამშრომლებმა სამსახურში გამოსვლაზე უარი განაცხადეს და მოაწყვეს გაფიცვა პორტის რეორგანიზაციის და თანამშრომლების გათავისუფლების შეწყვეტის, ასევე კომპანია „ბათუმის ნავთობის ტერმინალის" გენერალური დირექტორის დანიარ მუხამედ-რახიმის გადადგომის მოთხოვნით. პროტესტის ნიშნად პორტის რვა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო, მათგან ორმა მესამე დღეს საკვების მიღება დაიწყო.

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
Батумский порт - Sputnik საქართველო
ბათუმის პორტი

„პორტი აგრძელებს მუშაობას საშტატო რეჟიმში. სიტუაციას ვაკონტროლებთ. ცალკეულმა თანამშრომლებმა შიმშილობის გაგრძელება გადაწყვიტეს, მაგრამ ჩვენ დღეს მათთან მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებოდით“, — განაცხადა ჯუმადილაევმა.

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი სუბიექტი ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და შიდაკორპორატიული მოვლენების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას ცდილობს. 

„ჩვენ გვინდა განვმარტოთ, რომ კომპანიათა ჯგუფი „ბათუმის ნავთობის ტერმინალი" ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კუთხით საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებულ პოლიტიკას პატივს სცემს“, — განაცხადა ტერმინალის ხელმძღვანელმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გაფიცვა ბათუმის პორტში: შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა

რაც შეეხება „ბათუმის საზღვაო პორტის“ დირექტორის გადადგომის საკითხს, ჯუმადილაევის თქმით, ბათუმის პორტში სიტუაციის დასარეგულირებლად საქართველოში ჩამოვლენ „ბათუმის ნავთობის ტერმინალის" მფლობელი კომპანია „ყაზტრანსოილის“ ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.

პორტის თანამშრომლები, რომლებიც შიმშილობას აგრძელებენ, აცხადებენ, რომ ისინი კომპანიასთან კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე დათანხმდნენ, თუმცა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პორტი მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ ჩვენ, ექვსი მოშიმშილე ადამიანი, შიმშილობას ვაგრძელებთ. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვითხოვთ, რომ დირექტორი გადადგეს… ეს იყო კომპრომისი ჩვენი მხრიდან, რომ ადამიანები და წარმოება არ დაზარალდეს“, — განაცხადა შიმშილობის აქციის მონაწილემ, აკაკი ჭეფხოძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

კომპანია „ბათუმის ნავთობის ტერმინალი" შპს „ბათუმის საზღვაო პორტის“ 100%-იანი წილის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობის ტერმინალი" 2017 წლის აგვისტოდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.


ყველა ახალი ამბავი
0