გაფიცვა ბათუმის პორტში: შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა, გაფიცულები გენერალური დირექტორის გათავისუფლებას კვლავ მოითხოვენ

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ბათუმის პორტის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცვას მართავენ, პარალიზებულია ნავსადგურის მუშაობა, ამიტომ საქართველოს შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების") დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა შსს-თვის პორტის ადმინისტრაციის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამშაბათს, რამდენიმე თანამშრომელმა გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, ტერიტორია ჩახერგა და ხომალდს ნავსადგურის დატოვების საშუალება არ მისცეს. დასაქმებულები თანამშრომლების გათავისუფლების შეწყვეტას, ასევე კომპანია  „ბათუმის ნავთობის ტერმინალის" გენერალური დირექტორის დანიარ მუხამედ-რახიმის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ბათუმის პორტის მფლობელია. პროტესტის ნიშნად პორტის რვა თანამშრომელი მესამე დღეა შიმშილობს.

შსს-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ვითარება დარეგულირებულია და ხომალდს პორტის დატოვების საშუალება აქვთ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
შიმშილობის პირველი დღე: რამდენ ადამიანს გაათავისუფლებს ბათუმის პორტის ადმინისტრაცია

პორტის თანამშრომლებს ოთხშაბათს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა. შეხვედრაზე მოშიმშილეებმა მინისტრთან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.

 „Sputnik ყაზახეთი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  „ბათუმის ნავთობის ტერმინალის" მფლობელი კომპანია  „ყაზტრანსოილის" ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ბათუმის პორტში შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად საქართველოში გაემგზავრნენ.

სამშაბათს ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ შექმნილი რთული ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების გამო, პორტში ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი ხორციელდება.

პორტის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, 2016 წელთან შედარებით, 36%-ით შემცირდა — 3,6-დან 2,3 მილიონამდე ტონა წელიწადში. ამასთან, ბათუმის პორტის მოგებამ 2017 წელს 0,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 86%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

ბათუმის პორტის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შექმნილი კრიზისის გამო, რეორგანიზაციის პროცესი შეჩერებულია. თუმცა, თანამშრომლები დირექტორიის გათავისუფლებას კვლავ მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0