ჟანგბადი ბიზნესისთვის: მთავრობა მასშტაბურ რეფორმებს გაატარებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით საგადასახადო და სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივება ერთგვარი სტიმული იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალ მასშტაბურ და მნიშვნელოვან საგადასახადო რეფორმებს გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები იზრდება

„პირველი რეფორმის თანახმად, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, იქნება ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ამით, ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხელისუფლების პრიორიტეტი საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი. კვირიკაშვილის სიტყვებით, მეორე ინიციატივა სწორედ ამას გულისხმობს.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს აქვს განცდა, რომ მაგალითად, როდესაც მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია, ანუ იმ რაიონში, იმ სოფელში წარმოებული პროდუქცია და ხშირად, პროდუქციის შეძენა და ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან.

იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქტების შესყიდვების წახალისება მოხდეს, მაქსიმალურად გამარტივდება როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული საკითხები, რომელიც ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვას ეხება, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თბილისის ცენტრი - ევროპის მოედანი და რიყის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალბედა ბიზნესმენები შეიკრიბებიან

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, მესამე ინიციატივა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად. ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ-რეგისტრაციას.

„მოცემული ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს ონლაინ-რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით", — განაცხადა პრემიერმა.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივა იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და შესაძლებელს გახდის კიდევ უფრო მეტად მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0