2018 წელს შვედეთმა თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ ერთ მოქალაქეს მისცა

© Sputnik / STRINGERსტოკჰოლმის ხედი, შვედეთი
სტოკჰოლმის ხედი, შვედეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ცნობით, 2017 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა არცერთი განაცხადი არ დაკმაყოფილდა

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2018 წელს შვედეთმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 481 მიმართვა განიხილა და თავშესაფარი მხოლოდ ერთ პირს მიანიჭა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შვედეთის მიგრაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
ერთი წელი ვიზების გარეშე - ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. ოფიციალური მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდისა და კრიმინალური დაჯგუფებების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამ ქვეყნებს შორის იყო შვედეთიც.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია, ერთი წლის წინ კი 24-ე ადგილს იკავებდა.

შვედეთის მიგრაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში კლება ფიქსირდება, კერძოდ, თუ 2018 წლის იანვარ-თებერვალში 285 მიმართვა დარეგისტრირდა, მარტში თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 87-მა მოქალაქემ მოითხოვა.

ისლანდიის დროშა - Sputnik საქართველო
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ – ისლანდია

ასევე, სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს 17-მა მოქალაქემ ოფიციალურად მიიღო შვედეთში მუშაობის უფლება, შარშან კი 95 ასეთი ნებართვა გაიცა.

2017 წელს შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1105 განაცხადი დარეგისტრირდა. მათგან 963 მიმართვა განიხილეს, თუმცა, დადებითი პასუხი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.

შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა კლების ტენდენციის მიუხედავად, იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველო სირიის შემდეგ მეორე პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0