მარგველაშვილი პოლიტპატიმრების დახმარებას დააფინანსებს

© Sputnik / STRINGERგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტპატიმრად აღიარეს 190 ადამიანი, რომლებიც 2005 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში გაასამართლეს

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება ადვოკატთა მომსახურება პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნილების 2005-2012 წლების საქმეებზე, ასევე ამ პერიოდში გასამართლებული ადვოკატების საქმეებზე, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის აქტით „პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ“ აღიარა პოლიტპატიმრად 190 ადამიანი, რომლებიც 2005 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში გაასამართლეს, კიდევ 25 ადამიანს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა — ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო საქართველო დატოვეს.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
პარლამენტის დეპუტატმა თბილისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლოში სარჩელი მოუგო

„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“, საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, შეისწავლის პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნილების და მსჯავრდებული ადვოკატების საქმეებს, მოამზადებს სათანადო დასკვნებს და დაეხმარება მათ მიმართონ სასამართლოს, რათა მათი საქმეების გადახედვა მოხდეს.

გარდა ამისა, ასოციაცია დაეხმარება ამ პირებს მიმართონ პროკურატურას და მოითხოვონ, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საქმიანობა გამოიძიონ.

დღეისათვის მთავარ პროკურატურაში მოქმედებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

არსებობის სამი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა დაზარალებულად ცნო 146 ადამიანი და მათ 43,2 მილიონი ლარის ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა.


ყველა ახალი ამბავი
0