თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ომბუდსმენმა 2017 წელს ადრეული ქორწინების 98 შემთხვევა შეისწავლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით.
„სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს“, — ნათქვამია ომბუდსმენის ანგარშში.
როგორც დოკუმენტში წერია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა.
სახალხლო დამცველმა ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა.