ქართველი დიზაინერის კოლექცია მაღალი მოდისთვის და ქართული მასალით დამზადებული ნაწარმი

© Photo: courtesy of Nanuka Nanuka Art Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან
ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერი, ნანუკა ჩხეიძე, რომლის ნაწარმსაც საკუთარი ბრენის,“ ნანუკა არტის“ სახელით იცნობენ თავის ახალ კოლექციაზე მუშაობს.

ამ დღეებში, „ნანუკა არტის“ შექმნილი სასაჩუქრე აქსესუარი იტალიაში „ქართულის ბრენდის დღეზე“ წარდგა. ბოლო დროს, დიზაინერი, რომლის ნაწარმსაც უცხოეთშიც იცნობენ, თავის შემოქმედებაში ქართული ხაზის გატარებას აგრძელებს. უკვე ცნობილია, მის მიერ ქართულ ანბანსა და „ვეფხისტყაოსანზე“ შექმნილი ორიგინალური კოლექცია. გარდა ამისა, მან საზოგადოებას უკვე წარმოუდგინა თამარ მეფის ყელსაბამი და სამაჯური, რომელიც შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მიუძღვნა. მის მიერ გაფორმებული სახარება და ხატი არა ერთ ტაძარშია დაბრძანებული.

© FB/ Nanuka Artნანუკა ჩხეიძის მიერ დამზადებული თამარ მეფის სამკაული
ნანუკა ჩხეიძის მიერ დამზადებული თამარ მეფის სამკაული - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის მიერ დამზადებული თამარ მეფის სამკაული

- ნანუკა,  ახალი ამბით დავიწყოთ- თქვენი ნახელავი სულ ახლახან იტალიაში იხილეს…

— დიახ, ამ დღეებში, ჩემს მიერ შექმნილი ღვინის ბოთლის სასაჩუქრე აქსესუარი წარსდგა „ქართულის ბრენდის“ დღეზე, რომელიც იტალიაში გაიმართა. ჩემმა ნახელავმა „ქართულის ბრენდის“ დამფუძნებლის, ქალბატონი მანანა გეგიძის დიდი მოწონება დაიმსახურა და მან გადაწყვიტა, რომ იტალიაში ჩემი ეს ნაკეთობა გაეტანა.

© FB/ Nanuka Artნანუკა ჩხეიძე დაჯილდოვების დროს
ნანუკა ჩხეიძე დაჯილდოვების დროს - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძე დაჯილდოვების დროს

- თქვენს ახალ კოლექციას მაღალი მოდის მომხმარებლისთვის ამზადებთ?

— ჩემი ახალი კოლექცია, რომელსაც „ზღვის ტალღისფერი“ დავარქვი, მაღალი მოდის ტენდენციებს ეხმაურება. ჩემი ხელოვნების მოყვარულმა უკვე იცის, რომ ჩემი საყვარელი ფერებია: ცისფერი და ზღვისფერი. ამ კოლექციასაც ასე ამიტომ დავარქვი. ამ ეტაპზე რამდენიმე ქართველი დიზაინერისგან უკვე მაქვს შემოთავაზება, რომ ჩემი კოლექცია ჩვენებაზე მათ მიერ შექმნილ ტანისამოსთან ერთად გავიტანო. ამ ახალი კოლექციის შთაგონების წყარო, ინსპირაცია გახდა რუსულ ენაზე გამოცემული ძველი წიგნი „მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“, რომელსაც ხშირად ვათვალიერებდი და საიდანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებდი. ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს და ემოციას იწვევს მე-18 მე-19 საუკუნის მოდა და ჩაცმულობის სტილი, ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ ახლა განსაკუთრებულად არისტოკრატულ კოლექციას ვქმნი. ამას გარდა ჩანთების ახალ კოლექციაზეც ვმუშაობ.

© Photo: courtesy of Nanuka Nanuka Art Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან
ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან

არც ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი მომღერლის, ლედი გაგას პირადმა დიზაინერმა, ასად ავადმა საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სამიტის 174 მონაწილეს შორის 14 ქართველი ხელოვანი შეარჩია. მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კოლექციიდან მან „ნანუკა არტ ჩხეიძის“ მიერ დამზადებული ტყავის ნივთები გამოარჩია.

ტყავზე მუშაობის ტექნიკა დიზაინერმა ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად შეისწავლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ამ ტექნიკით მუშაობა მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. დიზაინერს დამკვეთები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს, თუმცა, იტალია იყო პირველი ქვეყანა, სადაც მისი ნამუშევრები დიდი რაოდენობით გაიყიდა. 

© Photo: courtesy of Nanuka Nanuka Art Chkheidzeნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან
ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან - Sputnik საქართველო
ნანუკა ჩხეიძის ახალი კოლექციიდან

- თქვენს კოლექციაში ქართული ხაზი ისევ გრძელდება?

— დიახ, ჩემს კოლექციაზე მუშაობის დროს განსაკუთრებით მინდა, რომ ყველაფერ ქართულს გავუსვა ხაზი. „საქართველოში“ —ქართველის გარდა სიტყვა „რთველიც“ იკითხება და ეს რომ შემთხვევითი არ არის, დიდი ხანია, ცნობილია. მინდა, რომ ეს კოლექცია ორნამენტებისა და მოხატულობის გამოყენებით მთლიანად ქართულ ღვინოს მივუძღვნა. ამ კოლექციის, ასე ვთქვათ, პირველი მერცხალი იყო ღვინის ბოთლის ტყავის ჩასადები, რომელზეც ხელით ამოტვიფრული ვაზის ფოთლებია. ამ ნივთის სასაჩუქრე ნიმუში უკვე გავაგზავნე უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი ქართველმა ემიგრანტებმა შეიძინეს. მომავალში მსგავსი ნაწარმი მინდა ღვინის კომპანიებსაც ვაჩვენო. თუკი დაინტერესდებიან, მათთვის განსაკუთრებული შემოთავაზება მექნება. სხვადასხვა ნაკეთობა რამდენიმე მასალის სინთეზის გამოყენებით შევქმენი. მათზე აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოში მოპოვებული მასალითაა დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ  არასოდეს უღალატია ტყავისთვის, დიზაინერი ფიქრობს, რომ შემოქმედს სიახლე და ინოვაცია მუდმივად სჭიდება, ამიტომ ამ ეტაპზე, სრულიად განსახვავებული მასალისგან ქმნის კოლექციას, რომელიც როგორც გვითხრა, ამ სფეროში ახალი სიტყვა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0