„ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსინაგოგა თბილისში
სინაგოგა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრძანება, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

გარვცელებული ინფორმაციით, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შესაბამისი მონაცემების ასახვა დაევალა.

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. - Sputnik საქართველო
საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და კულტურის მუზეუმი

ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ქართულ-ებრაული ურთიერთობა 26 საუკუნეს ითვლის. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში მოსვლას ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა და იავარქმნას უკავშირებს (ძვ. წ. 586 წ.). იეჰუდას სახელმწიფოდან ებრაელებს საქართველომდე მოუღწევიათ, მცხეთაში მისი მამასახლისისგან ხარკით მიწები აუღიათ და ძველი დედაქალაქის გარეუბანში, ზანავში, დასახლებულან. ქართველი და ებრაეილი ხალხი დღემდე ინარჩუნებს  მეგობრობის უნიკალურ ტრადიციას.

თბილისში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ფუნქციონირებს. დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი თბილისში ორი წლის წინ სინაგოგის ყოფილ შენობაში გაიხსნა.



ყველა ახალი ამბავი
0