თბილისში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ფუნქციონირებს. იხილეთ ფოტოკადრები.
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი თბილისში ორი წლის წინ სინაგოგის ყოფილ შენობაში გაიხსნა.
მუზეუმში ათობით საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი. მათგან მთავარი ძვ.წ.აღ-ის V-lV საუკუნით დათარიღებული ფილაა, რომელიც მცხეთაში იქნა აღმოჩენილი და რომელზეც წარწერა არამეულ ენაზეა შესრულებული.
მუზეუმის თანამშრომლების სიტყვებით, დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას ებრაული საპატარძლო კაბები იქცევს, რომლებიც XIX საუკუნეშია შეკერილი.

1/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
მცხეთაში აღმოჩენილი ფილა, რომელზეც წარწერა არამეულ ენაზეა დატანებული.

2/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ებრაელთა კულტურის მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი.

3/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ლაილაშის ბიბლია (თორი).

4/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
მუზეუმის ექსპონატები.

5/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ებრაელთა საპატარძლო კაბები.

6/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
ებრაელთა კულტურის მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი.

7/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ორი წლის წინ გაიხსნა.

8/8
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
მუზეუმში ათობით ექსპოზიციაა წარმოდგენილი.