სპორტსკოლის ექს-მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

CC0 / Pixabay / ქალის შევიწროება
ქალის შევიწროება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სპორტსკოლის ყოფილ მასწავლებელს, 70 წლის მამაკაცს ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპორტსკოლის დირექტორის, რამაზ კოხიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია. ხსენებულმა პედაგოგმა კი სამსახური რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კალაუბანი - Sputnik საქართველო
ბრალდება – სექსუალური შევიწროება: საჯარო რეესტრის უფროსმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა

„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. ვერაფერს გეტყვით. პედაგოგმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე წინა კვირას დატოვა“, – განაცხადა რამაზ კოხიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დროს საქართველოში ცნობილი გახდა სექსუალური შევიწროების რამდენიმე ბრალდების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, პაპუნა უგრხელიძეს ახალგაზრდა ქალბატონმა უჩივლა. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ყოფილი გენერალური დირექტორის — ზვიად დევდარიანის მიმართ ქალთა ადევნებაში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0