საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა

გამოწერა
საუბარი მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მასმედიაში ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, დღეს კი გავრცელებული ხმები დადასტურდა

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვიტარების მინისტრის თანამდებობას ზურაბ ალავიძის ნაცვლად მაია ცქტიტიშვილი დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ვინ შეცვლის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს

ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა, მან ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლა. მანამდე ალავიძე კანცელარიაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

მაია ცქიტიშვილი 44 წლისაა. 1991-1995 წლებში ის სწავლობდა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1996 წელს ცქიტიშვილმა მუშაობა დაიწყო დასაქმების გაერთიანებული ფონდის გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „ქართული ავიახაზების" კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ — შეთანხმებების განყოფილების ხელმძღვანელი. 2002-2003 წელბში მუშაობდა კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტის მენეჯერად.

2005 წელს მან მუშაობა განაგრძო Cartu Group-ში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. იყო საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე. შემდეგ შეიცვალა რამდენიმე კომპანია და 2009 წელს მუშაობა დაიწყო Cartu-ს გაერთიანებაში Kartu management-ის დირექტორად.

2012 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. იცის ინგლისური და რუსული ენები. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0