ვინ შეცვლის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება საჯარო დღეს უნდა  გამხდარიყო, თუმცა, ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: „არსად წასვლას არ ვაპირებ“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას ზურაბ ალავიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად  2016 წლის  შემოდგომაზე დაინიშნა, მან ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლა. მანამდე  ალავიძე კანცელარიაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

ზურაბ ალავიძე 2011-2016 წლებში „დარიალი ენერჯის" გენერალური დირექტორი იყო.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს,  ის  მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.


ყველა ახალი ამბავი
0