იმერეთის ექს-გუბერნატორი დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გამოწერა
საქართველოს პრემიერმა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე როგორც ყურადღებიანი ადამიანი და ქვეყნის პატრიოტი დაახასიათა

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად წარადგინა ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ — გივი ჭიჭინაძე.

ამ დრომდე ჭიჭინაძე იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა ოფიციალურად გასულ კვირაში დატოვა.

შუალედური არჩევნები ვანი-ხონის ოლქში 28 აპრილს ჩატარდება. არჩევნები იმიტომ დაინიშნა, რომ დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გადადგომა არ იქნება: პრემიერი კვირიკაშვილი ოპონენტებს დასვენებას ურჩევს

„ჩვენი გუნდის გამოჩენილი წევრი, ბოლო ორი წელია თავდადებით მუშაობს იმერეთის გუბერნატორის პოსტზე. მე ის არ გამიცნია მთავრობაში მუშაობის პერიოდში. მანამდეც გვქონდა ურთიერობა. ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული თვისება — ის არის ძალიან გულისხმიერი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს მცირე დეტალიც კი. მას გამოარჩევს განსაკუთრებული პატრიოტიზმის გრძნობა“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ჭიჭინაძე არჩევნებზე ამჯერადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

სულ ვანი-ხონის ოლქიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის თბილისის ყოფილმა მერი გიგი უგულავა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით საპატიმროში 1 წელი და 3 თვე გაატარა. უგულავა პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს პარლამენტში, რომელიც 150 დეპუტატით არის დაკომპლექტებული, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0