გადადგომა არ იქნება: პრემიერი კვირიკაშვილი ოპონენტებს დასვენებას ურჩევს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმები კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ პირელად 2017 წლის დეკემბერში გავრცელდა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას მინიმუმ რამდენიმე წელი არ აპირებს.

ხმები კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ პირელად 2017 წლის დეკემბერში გავრცელდა. შემდეგ უკვე, მარტში, ამის თაობაზე რუსეთის მიმართ ღია წერილის შემდეგ ალაპარაკდნენ. წერილში კვირიკაშვილმა ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგათ. ამ დღეებში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრემიერი პოსტს ივლისამდე შეინარჩუნებს. კვირიკაშვილის შესაძლო მემკვიდრეებად სახელდებიან შს მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ზურაბ ალავიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა

"ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს (პრემიერი სამუშაო კაბინეტი — რედ.) და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან გადადგომას უკავშირდებოდა. პრემიერის სიტყვებით, ალავიძემ რამდენიმე დღის წინ თავად მიმართა მთავრობის მეთაურს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით, რომელიც მან დააკმაყოფილა.

ახალი მინისტრი წარადგინა. პრემიერი მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური