დაპირება თბილისელებს: საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა ზაფხულში მოგვარდება

CC0 / Pixabay / საზოგადოებრივი ტუალეტის მაჩვენებელი
საზოგადოებრივი ტუალეტის მაჩვენებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტუალეტებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანის“ პლასტიკური ბარათებით, რომლებითაც თბილისელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სარგებლობენ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ივლისის ბოლოს თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия ქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით. 2017 წელს

სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა აუქციონზე გამარჯვებულ კომპანია „კონსალტინგ გრუპთან“, რომელმაც სახელი შეიცვალა და ახლა Citybox-ად იწოდება. ტუალეტების მოსაწყობი ადგილები კომპანიას 20 წლის მართვის უფლებით გადაეცა და ისინი 2017 წლის დეკემბრამდე უნდა დადგმულიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სამუშაოები დროულად დაიწყო, გაჩნდა მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა. ამიტომ კომპანიამ სამუშაოების ჩაბარების გადავადება მოითხოვა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კომპანიას უკვე შეძენილი აქვს ავტომატიზირებული სისტემის ტუალეტები და ისინი ივლისის ბოლომდე დაიდგმება“, — განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

ტენდერის პირობების თანახმად, ტუალეტები მორგებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე, საინფორმაციო წარწერები ასევე უნდა იყოს შესრულებული ბრაილის შრიფტითაც.  გარდა ამისა, ტუალეტები ასევე უნდა იყოს აღჭურვილი ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი სპეციალური მაგიდებითაც. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისში თანამედროვე საზოგადოებრივი ტუალეტები გაჩნდება

არენდატორი საკუთარ თავზე იღებს საპირფარეშოებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას.

ტუალეტებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანის“ პლასტიკური ბარათებით, რომლებითაც თბილისელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სარგებლობენ. დღეისათვის თბილისში სულ ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტია, რომლებიც თბილისის მერიის ასპროცენტიან მფლობელობაშია და „თბილსერვის გრუპი“ განაგებს.

ყველა ახალი ამბავი
0