ოპერაცია გადარჩენისთვის: საქართველოში კოლხურ ბზაზე იზრუნებენ

© Pixabay / _Alicja_ბზა
ბზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლხური ბზა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების პირასაა

თბილისი, 29 მარტი — Sputnik.  საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენტო კოლხური ბზის შენარჩუნებისთვის აპრილიდან რიგი ზომების გატარებას  გეგმავს, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტი Cydalima perspectalis–ის, ანუ ბზის ალურას გავრცელებისა  და ასევე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი დაავადების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს. კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი.

აპრილიდან ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით 550 ჰექტრამდე ტერიტორიას დაამუშავებენ. წლის განმავლობაში მსგავსი ღონისძიება სამჯერ განხორციელდება. 

ბზა - Sputnik საქართველო
საპატრიარქო მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

2016–2017 წლებში ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებამ შედეგი უკვე გამოიღო: კოლხურმა ბზამ აღდგენა დაიწყო, მავნებლების რაოდენობა კი შემცირდა.

წელს უწყების სპეციალისტები ახალ მეთოდის გამოყენებას – ფერომონიანი მწერსაჭერების დადგმა –  იმ ადგილებში შეეცდებიან, სადაც კოლხური ბზა მავნებლის მიერ უკვე დაზიანებულია.

გარდა ამისა, უწყება  სამეგრელოში  კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობას და თესლის ბანკის შექმნას გეგმავს.

საქართველოში მართლმადიდებლები კოლხურ ბზას და ასევე ბზის ტოტებს ბზობის კვირას აკურთხებენ. საქართველოს საპატრიარქომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდა რეალიზაციის მიზნით თავი შეიკავონ კოლხური ბზის მოჭრისგან  და არ შეიძინონ დიდი რაოდენობით ბზის ტოტები.

გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ ბზის მოჭრაზე კონტოლი გაამკაცრა.  საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს — აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ჯარიმის გადახდასთან ერთად, კანონდამრღვევი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

საქართველოში ბზის მოპოვება ნებადართულია კერძო სანერგეებსა და ხელოვნურად მოშენებული პლანტაციებში.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0