თბილისის მერია წყალდიდობით დაზარალებულებს კომპენსაციას ბოლომდე გადაუხდის

© photo: Sputnik / Levan Avlabreliწყალდიდობა თბილისში
წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ დედაქალაქს 90 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ოჯახებს, რომლებიც 2015 წელს დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ, მერია კომპენსაციას უახლოეს დროს ჩაურიცხავს.

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია 2015 წლის 13 ივნისის ღამეს. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა, მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

მდინარე ვერე თბილისში - Sputnik საქართველო
წყალდიდობის შემდეგ: ვერე სახიფათო მდინარეა

„მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა, შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

დახმარების გარეშე არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს, ხაზგასმით განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა 2015 წელს 90 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქალაქის ხელისუფლებამ დაზარალებულებს კომპენსაციის ორი ვარიანტი შესთავაზა: დაკარგული საცხოვრისის საბაზრო ფასის მიხედვით თანხის გადახდა, ან ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, წყალდიდობისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთელ მსოფლიოში თანხები გროვდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0