რიკოთის გვირაბში 28 მარტის ღამეს ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბში მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალება და მძღოლები შემოვლითი გზით იმოძრავებენ.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი 2018 წლის 28 მარტის ღამეს დაიკეტება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გვირაბში მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის 24:00 საათიდან 07:00 საათამდე აიკრძალება. მძღოლები შემოვლითი გზით იმოძრავებენ.

„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართული იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გაწმენდითი სამუშაოები მაგისტრალზე - Sputnik საქართველო
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

უწყების ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SСADA) ტესტირების მიზნით იზღუდება.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

რიკოთის გვირაბი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მდებარეობს, 1,7 კილომეტრის სიგრძისაა და ის 1982 წელს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0