გრიბოედოვის თეატრში ნატალია ბურმისტროვას ხსოვნის საღამო გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიბოედოვის თეატრის შესასვლელი
გრიბოედოვის თეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლეგები, მეგობრები, მსახიობის თაყვანისმცემლები, ასევე კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები ნატალია ბურმისტროვასთან ინტერვიუს ჩანაწერს იხილავენ.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მსახიობ ნატალია ბურმისტროვას ხსოვნის საღამო გაიმართება 27 მარტს გრიბოედოვის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში. საღამო თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ღონისძიებას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი გახსნის. საღამოზე შეიკრიბებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები, თაყვანისმცემლები, ასევე კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები.

გრიბოედოვის თეატრის დასი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი საქართველოს თეატრებს შორს გასტროლების რაოდენობით ლიდერია

სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს სახალხო არტისტები გურანდა გაბუნია და ირმა სოხაძე.

საღამოზე აჩვენებენ ვიდეოკადრებს, რომლებზეც აღბეჭდილია მსახიობი სცენაზე და მისი ინტერვიუს ჩანაწერები.

ნატალია ბურმისტროვა 14 მარტს 100 წლის გახდებოდა. ის იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. გრიბოედოვის თეატრში მსახიობმა 60 წელი იმუშავა.

ცერემონიის წამყვანია ნინა ზარდალიშვილი-შადური. საღამო 19:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0