ბათუმში ორ წლამდე ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ბავშვს სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა უტარდება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

112 - Sputnik საქართველო
თბილისში მერვე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

შემთხვევა ხინიკაძის ქუჩაზე დღეს მოხდა. მცირეწლოვანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, ამ დროისთვის პატარას გამოკვლევები უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.


ყველა ახალი ამბავი
0