თბილისში მერვე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

გამოწერა
არასრულწლოვანი მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა და ავტოფარეხზე დაეცა, იტყობინება ქართული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0