ბერძენიშვილის შეწყალების მოთხოვნით ჟურნალისტებმა თბილისში აქცია გამართეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლება და საქართველოში ნარკოპოლიტიკის დაუყოვნებლივ შემსუბუქება მოითხოვეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მონტაჟის რეჟისორის მამუკა ბერძენიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელსაც MDMA-ს უკანონო შეძენა-შენახვისთვის რვა წლით პატიმრობა შეუფარდეს.

აქცია, რომელშიც მასმედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მონაწილეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ბერძენიშვილი 21 მარტს დამნაშავედ ცნო კანაფის ფისის შემცველი 0,11 გრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების, ასევე 2,02 გრამი MDMA-ს შეძენა-შენახვისთვის.

„ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის. მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ პირველ რიგში პარლამენტისგან კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს", — აღნიშნულია პირველი არხის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტების მიმართვაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ყველა ერთისთვის“ – თბილისში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მასმედიის წარმომადგენლები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ არაადეკვატურია პატიმრობა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკის შენახვისთვის მაშინ, როდესაც სასჯელი უფრო მძიმე დანაშაულისთვის ნაკლებად მკაცრია.

„იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობა სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია", — აღნიშნულია მიმართვაში.

ჟურნალისტებმა საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას ფაშისტური უწოდეს.

„მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს", — ნათქვამია მიმართვაში.

გამოტანილი განაჩენი, როგორც აღმოჩნდა, არ მოსწონს თავად მოსამართლე ლია ორკოდაშვილსაც. მან აღნიშნა, რომ კანონი მკაცრია და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

საქართველოში უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა არსებული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების თაობაზე.

ნარკომომხმარებელთა მიმართ ლიბერალური მიდგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს. ხელისუფლებამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივნისში, თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებზეც ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

2018 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობაში შესწორებების პაკეტზე მუშაობა დაასრულა, თუმცა კანონის მიღება მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. ამის მიზეზად ნარკოდამოკიდებულების ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობა დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0