ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

გამოწერა
ახალი რეგულაცია ძალაში თებერვლიდან შევიდა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს ალბანეთის რესპუბლიკაში შესვლა ვიზის გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აქამდე საქართველოს მოქალაქეებს ალბანეთში 1,5 თვე უვიზო რეჟიმით გამგზავრება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიზნებისთვის შეეძლოთ. ახლა კი ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ. ახალი რეგულაცია ძალაში თებერვლიდან შევიდა.

სარაევო - Sputnik საქართველო
ბოსნია-ჰერცეგოვინამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ალბანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს გასული წლის მარტიდან განიხილავდა.

ალბანეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ 2014 წლიდან შემოდიან. მათი საქართველოში ყოფნის ვადა განისაზღვება 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

საქართველოსა და ალბანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 8 ივლისს დამყარდა. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებად დინამიურია, თუმცა აქტიურია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია სამი საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა საფუძველზე ორი ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება.

ჩვეულებრივ რეჟიმში ალბანეთში შესასვლელად საჭიროა ადგილობრივი ვიზა ან მრავალჯერადი შენგენის ვიზა.

ყველა ახალი ამბავი
0