თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბოსნია-ჰერცეგოვინამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სტამბულში საქართველოს გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით.
ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს შესვლა და იქ ექვსი თვის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღით დარჩენა შეუძლიათ.
აქამდე საქართველოს მოქალაქეებს ვიზების აღება თურქეთში უწევდათ, ბოსნია-ჰერცეგოვინას საკონსულოში. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ შენგენის მრავალჯერადი ვიზით იყო შესაძლებელი.