ხანძარი სავაჭრო ცენტრში: დაიღუპა სამი ბავშვი და ქალი - თვითმხილველის ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Alexander Patrin / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი სავაჭრო ცენტრში ქალაქ კემეროვოში
ხანძარი სავაჭრო ცენტრში ქალაქ კემეროვოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი და ბავშვები ხანძრის მომენტში ბავშვთა გასართობ ოთახში იმყოფებოდნენ

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს სამი ბავშვი და ქალი დაიღუპა, 26 ადამიანი დაშავდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

დაკავება - Sputnik საქართველო
სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერები დააკავეს

მანამდე РИА Новости იუწყებოდა, რომ სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში ოთხი ბავშვი დაიღუპა. ხანძრის ფართობი უკვე 1500 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

„ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ, მათ შორის სამ ბავშვზე და ერთ ქალზე, რომლებიც ხანძრის მომენტში ბავშვთა გასართობ ოთახში იმყოფებოდნენ, ასევე 26 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, წინასწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრის ორ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა“, — განაცხადა მან. 

ჯანდაცვის რეგიონალურ დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბოლო მონაცემებით, კემეროვოს სამედიცინო დაწესებულებებში 22 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 9 ბავშვი. დაშავებულების უმრავლესობა წვის პროდუქტებით მოიწამლა.

ყველა ახალი ამბავი
0