ავარია რუსთაველზე: ერთი ადამიანი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავდა ხუთი ახალგაზრდა, სამი მათგანის მდგომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრთან მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ (Rustavi 2). 

სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
ავარია კახეთში: დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდია

სამი ავტომობილი ერთმანეთს რუსთაველის გამზირზე გამთენიისას შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი. სამი მათგანის მდგომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0