ავარია კახეთში: დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდია

© Sputnik / Levan Avlabreliსასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელარხი Rustavi2.

შემთხვევა თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შსს-ს წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


ყველა ახალი ამბავი
0