საფრანგეთის ფესტივალზე საქართველოს ანიმაცია „მეთევზე და გოგონა“ წარადგენს

© photo: 20 Steps / FBმუშაობა ანიმაციურ ფილმზე „მეთევზე და გოგონა“
მუშაობა ანიმაციურ ფილმზე „მეთევზე და გოგონა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ანიმაციურ ფილმს ანსის ფესტივალზე კონკურენციას გაუწევს გერმანიის, აშშ-ის, მექსიკის, ისრაელის, ირანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სტუდია 20 Steps Production-ისა და რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ახალი ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა“ მონაწილეობას მიიღებს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ანსიში (საფრანგეთი).

2018 წელს კინოფორუმი 11-16 იავნისს გაიმართება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი შევიდა საკონკურსო პროგრამაში „პერსპექტივები“ (Perspectives), ნათქვამია  20 Steps Production-ის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„მეთევზე და გოგონა“ – 15-წუთიანი გულისამაჩუყებელი ისტორია 5 წლის გოგონასა და მის მეთევზე მამაზე. ეს არის ნელი და ლამაზი მოთხრობა პარალელურ სიცოცხლეებზე, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, სანამ მამა სარჩოს შოულობს, გოგონა კი სახლის საქმეებს აკეთებს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება

ქართულ სურათს კონკურენციას გაუწევს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბრაზილიის, ჩილეს, მექსიკის, კოლუმბიის, არგენტინის, დომინიკის რესპუბლიკის, ისრაელის, სინგაპურის, ირანის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, კანადისა და აშშ-ის რეჟისორების ნამუშევრები.

ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0