თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
კინოფესტივალი გაიმართება კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით. კინოფორუმი დაიწყება 29 მარტს და 2 აპრილამდე გაგრძელდება.
პროექტი იმართება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იუწყებიან კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
„ფესტივალის მოდელი ეფუძნება საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას, რაც კინოხელოვნების მეშვეობით ხელს შუწყობს ახალგაზრდობის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ხოლო მასტერ-კლასებისა და ლექციების დახმარებით გამოვლინდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები და მხარდაჭრტილი იქნება მათი მონაწილეობა უცხოურ კინოფესტივალებში“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კინოფესტივალში მონაწილეობის მიღება 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
კინოფესტივალი გაიმართება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის გამზ., 6). ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.