თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ავიარეისი სტამბული–ბათუმი–სტამბული უამინდობის გამო გააუქმა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.
წინასწარი მონაცემებით, რეისის გაუქმების მიზეზი თურქეთის ქალაქში ძლიერი ქარი გახდა.
თვითმფრინავი სტამბულიდან ბათუმში 14:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, ხოლო ბათუმიდან — 18:00 საათზე გაფრენილიყო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შესრულდება ავიარეისი.