თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო სტამბულის (Turkish Airlines), მიუნხენის (Lufthgansa) და თეირანის მიმართულებით (Qeshm Air) სამი ავიარეისი არ შესრულდა, იუწყება „Sputnik–საქართველო" აეროპორტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„გადადებული ავიარეისების გარდა, ორი თვითმფრინავი, რომლებიც კიევიდან თბილისში მოფრინავდნენ, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. მათგან ერთი თბილისში უკვე ჩამოფრინდა, მეორე კი ქუთაისიდან თბილისში უახლოეს დროში გამოფრინდება", — განუცხადეს სააგენტოს აეროპორტის პრეს-სამსახურში.
კიევიდან ავიარეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (MAU) ახორციელებენ.
ამ დროისთვის თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.