რიკოთზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა: ერთი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო რიკოთის უღელტეხილზე
სატვირთო რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთოს მძღოლი მიღებული მრავლობითი დამწვრობებისგან დაიღუპა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სატვირთოს მძღოლი დაიღუპა რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2). 

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, ამასთან ერთად მას ცეცხლი გაუჩნდა.

ძველი ავტომობილები - Sputnik საქართველო
რატომ ხდება კახეთის გზატკეცილზე ყველაზე ხშირად ავტოავარიები

სატვირთოს მძღოლი მიღებული დამწვრობებისგან დაიღუპა.

ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0