გენდერული თანასწორობისკენ: დეპუტატების ნახევარი ქალი იქნება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიები მამაკაცებისა და ქალების თანაბარი რაოდენობით ჩამოყალიბდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ხელისუფლება საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოებში ქალებსა და მამაკაცებს შორის ბალანსის დადგენას გეგმავს – ამას გულისხმობს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესწორებების პროექტი.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო კოდექსი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის დროს ქალებსა და მამაკაცებს შორის ბალანსის დაცვას ითვალისწინებს. შესწორებების თანახმად, პარლამენტის და საკრებულოების არჩევნებისთვის წარმოდგენილი პარტიული სიები გენდერული პარიტეტის საფუძველზე უნდა შედგეს — სიების ნახევარს ქალები უნდა წარმოადგენდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა ამ კანონპროექტის მიღების პროცედურების დაწყებას.

„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა", — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ქალები პარკში - Sputnik საქართველო
UNDP: ქალები საქართველოში - დიდი და გამოუყენებელი რესურსია ეკონომიკაში

პრემიერის აზრით, საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდას.

კანონპროექტის ავტორია ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში, სადაც ამომრჩეველთა 53% ქალია, აუცილებელია სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას დაეხმარება.

ეს პარლამენტში ქალებისთვის კვოტის დამტკიცების მესამე მცდელობაა. უფრო ადრე ასეთი ინიციატივით პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ, თუმცა მაშინ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი არ განეხილა.

ყველა ახალი ამბავი
0