დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

© Photo: courtesy of David Maghradzeდავით მაღრაძე
დავით მაღრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტი დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პოეტი დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კურსდამთავრებული და თსუ-ის საზოგადოების გამგეობის წევრი. ამის შესახებ საზოგადოებას თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც პოეტს იტალიის სოლიდარობის ორდენი გადაეცა.

კონგრესის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ქართველი მეცნიერი „ნობელის პრემიაზეა" წარდგენილი

დავით მაღრაძე ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში 2011 წელსაც იყო. ის არის საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

ქართველი პოეტის შემოქმედებას განსაკუთრებით კარგად იცნობენ იტალიაში. იტალიის ქალაქ კალაბრიაში ის დაჯილდოებულია პრემიით „ანასილაოსი" და პრემიით „ზინგარი". რომში დავით მაღრაძეს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც „პოეტური გამოცემული კრებულის" კატეგორიაში იყო დაწესებული. იგი ასევე ლაურეატია „დონ ლუიჯი დილიეგროს" საერთაშორისო პრემიისა. პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ წიგნისთვის „ექო" „ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია" – ოქროს მედალი გადასცა. ასევე დავით მაღრაძეს დიდი იტალიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლასიკოსის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა ნომინაციაში „ლიტერატურაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის".

ყველა ახალი ამბავი
0