ქართველი მეცნიერი „ნობელის პრემიაზეა" წარდგენილი

© AFP 2024 / SAUL LOEBკონგრესის ბიბლიოთეკა
კონგრესის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჯონ კლუგეს" პრემიას ორ წელში ერთხელ მსოფლიოს მასშტაბით ერთ მეცნიერს გადასცემენ, პრიზი - 1 მლნ აშშ დოლარია

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა „ჯონ კლუგეს" პრესტიჟულ პრემიაზე ქართველი პალეოანთროპოლოგი, არქეოლოგი დასაქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე წარადგინა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კლუგეს პრემია — საერთაშორისო პრემიაა, რომელიც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მიღწევებისთვის გადაეცემათ. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ მედია-მაგნატ ჯონ კლუგეს სახელობის პრიზი 2002 წელს დააწესა. ჯილდოს ოდენობა — 1 მლნ აშშ დოლარია.

პრემია ორ წელში ერთხელ გაიცემა და მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში ერთი მეცნიერი ჯილდოვდება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველოში წლის საუკეთესო მეცნიერები დააჯილდოვეს

დავით ლორთქიფანიძის ჩატარებულმა კვლევებმა სრულიად შეცვალა არსებული წარმოდგენა ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელსაც ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, აღმოჩენილი იქნა 1,8 მილიონი წლის ასაკის თავის ქალები, რომლებიც ადრეული ჰომინიდების ნაშთებს მიეკუთვნება.

ლორთქიფანიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი კვლევები გამოქვეყნებულია ჟურნალებში Science და Nature.

პირველი ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რომელსაც ჰუმანიტარებისთვის „ნობელის პრემიასაც" უწოდებენ, 2003 წელს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0