საქართველოში წლის საუკეთესო მეცნიერები დააჯილდოვეს

© FB / Ministry of Education and Science of Georgia"მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი"
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულთა შორის არიან საუკეთესო ქართველოლოგი, სამეცნიერო ჯგუფი და ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერი.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი" გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.

"შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის" რვა ადამიანს გადაეცა.

უშბა - Sputnik საქართველო
ქართველი მეცნიერები მსოფლიო მყინვარებს შეისწავლიან

კერძოდ, ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი გახდა ტიმოთი ბლაუველტი, ხოლო საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში წლის საუკეთესო მეცნიერებად თამარ მახარობლიძე და ლევან ტიელიძე დასახელდნენ.

გიორგი ტეფნაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი გახდა, ხოლო წლის საუკეთესო მეცნიერი — რამაზ ქაცარავა.

წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის წევრებად დასახელდნენ თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.

გამარჯვებულებმა როგორც ფულადი პრიზები, ისე გრავირებული ჯილდოები და სერტიფიკატები მიიღეს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა.

შანხაი - Sputnik საქართველო
ჩინეთი ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

საქართველოში „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი" 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა. ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა რიგი ღონისძიებები, მათ შორის, სამეცნიერო პიკნიკები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები და სხვ.

ღონისძიების მიზანია ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, საზოგადოებისთვის ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიღწევების გაცნობა, ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და სამეცნიერო მუშაობაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვა.

ყველა ახალი ამბავი
0