ქართველი მეცნიერები მსოფლიო მყინვარებს შეისწავლიან

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც 1933 წელს დაარსდა, მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ქსელს შეუერთდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახდა კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაცია GLIMS-ის მუდმივი წარმომადგენელი, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

GLIMS-ი (Global Land Ice Measurements from Space) არის პროექტი, რომელიც ოპტიკური თანამგზავრების მონაცემების გამოყენებით მსოფლიო მყინვარების მონიტორინგს ითვალისწინებს. ის ჯგუფ ASTER Science Team-ის დახმარებით დაიწყო, რომელშიც ფართო სპექტრის (გეოლოგია, გეოლოგიური რესურსები, მეტეოროლოგია, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა და ეკოლოგიური მეცნიერება) იაპონელი და ამერიკელი მკვლევარები შედიან. 

უშბა - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოს მყინვარებს უპილოტო საფრენი აპარატები გააკონტროლებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტი, რეგიონულ ცენტრად გახდომის შემდეგ, ჩაერთვება  მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ქსელში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინსტიტუტის ცნობადობას საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, ინსტიტუტის მეცნიერები შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტი საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც ტარდება კავკასიონის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევები როგორც საველე ასევე დისტანციური ზონდირების (RemoteSensing) გამოყენებით. 

ზაზა ლომიძე - Sputnik საქართველო
რევოლუცია 3D ტექნოლოგიებში - ქართველი ინჟინრის გამოგონება

ინსტიტუტი თსუ-ის გეოგრაფიის კათედრის ბაზაზე 1933 წელს დაარსდა. მას 29 წლის განმავლობაში საქართველოში გეოგრაფიის სკოლის ფუძემდებელი ალექსანდრე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. პირველივე წელს ინსტიტუტმა გამოსცა 13 ნამუშევარი 50 სხვადასხვა თემატური ატლასით. ინსტიტუტის შექმნის შემდეგ ის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩაერთო და ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის სახელი ეწოდა. ინსტიტუტი 2010 წელს დაუბრუნდა თსუ-ს და დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა.

სწორედ აღნიშნულ ინსტიტუტში შეიქმნა პირველად სამგანზომილებიანი 3D-ატლასი. ამ ეტაპზე ინსტიტუტი საქართველოს სამეცნიერო-გეოგრაფიული ატლასის შექმნაზე მუშაობს.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 637 მყინვარია დაფიქსირებული.

ყველა ახალი ამბავი
0