ვისთვის ყიდულობს თბილისის მერია ჰიბრიდულ მანქანებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერიამ ჰიბრიდულ ავტომანქანებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,74 მლნ ლარია.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისის მერია თანამშრომლებისთვის თეთრი ფერის ჰიბრიდული მანქანების შეძენას გეგმავს, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მერიის ინფორმაციით, მანქანები ზედამხედველობის სამსახურისთვის არის განკუთვნილი.

დედაქალაქის მერიამ 30 ჰიბრიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ფალიაშვილის ქუჩა ვაკეში - Sputnik საქართველო
რა ბედი ელით „სითი პარკის" თანამშრომლებს

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილი 2018 წელს გამოშვებული და თეთრი ფერის უნდა იყოს. ასევე, ავტომობილების ძრავის მოცულობა 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 კმ-ზე 4 ლიტრზე მეტ საწვავს არ მოიხმარდეს. ავტომანქანების შესაძენად სავარაუდო თანხის ოდენობა 1,74 მლნ ლარია. სატენდერო განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მერიას ახალი ავტომანქანები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მიაწოდოს.

მანამდე, მარტის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგეგმება ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება, რათა აღნიშნული სამსახური უფრო მობილური გახდეს. იქ მომუშავე პერსონალი გადამზადდება და სამსახურისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობით მომარაგდება, მათ შორის, კამერებით, ფორმებითა და ავტომანქანებით.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით და ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ჰიბრიდული მანქანების შეძენას. კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 60%-ით შემცირდა, ხოლო ძველ და მარჯვენასაჭიან სატრანსპორტო საშუალებებზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჰიბრიდული ავტომობილი 1997 წელს შეიქმნა და, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, შიდაწვის ძრავთან ერთად ელექტროძრავიც აქვს, რის გამოც უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ჰიბრიდი აღჭურვილია დაბატებით ელექტროელემენტებით, რომლებიც ავტომობილს საშუალებას აძლევს მსუბუქი დატვირთვისას მხოლოდ ელექტროძრავის გამოყენებით გადაადგილდეს.

ყველა ახალი ამბავი
0