რა ბედი ელით „სითი პარკის" თანამშრომლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliფალიაშვილის ქუჩა ვაკეში
ფალიაშვილის ქუჩა ვაკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე ჯარიმას კვლავ „სითი პარკი" გამოწერს, 10 აპრილიდან კი — „თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. კომპანია „სითი პარკის" 120 თანამშრომელი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" დასაქმდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტი გაუქმდება, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შეითავსებს და განახორციელებს. თბილისი მერიაში ამ დროისთვის პასუხი არ აქვთ, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს.

სტიკერი ავტომობილის მინაზე - Sputnik საქართველო
„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

„სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო თბილისის მერია პირგასამტეხლოს, 25 მლნ ლარის გადახდას არ აპირებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია, იგი არ ითვალისწინებდა გაფრთხილებებს, შესაბამისად, მერიამ მოქალაქეების უფლებების დასაცავად კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს ვთხოვო, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც „სითი პარკში" მუშაობდა, აყვანილ იქნას სამსახურში. ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ჯარიმებიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. მან მამუკა კობახიძეს ასევე დაავალა საპარკინგე ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადებში მოწყობა.

კალაძე „სითი პარკის" ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც კომპანია სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გადავადებას ითხოვდა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

„სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა", – განმარტა კალაძემ.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რათა სამომავლოდ პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. როგორც მან განაცხადა, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება მიუღებელი და არასწორია.

თბილისი, კოსტავას ქუჩა - Sputnik საქართველო
„სითი პარკი" თბილისის მერიის წინააღმდეგ – ვინ იხეირებს კონტრაქტის გაწყვეტით

კომპანია „სითი პარკის" განცხადებით კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. კომპანიის იურისტის განცხადებით, მერიის წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სარჩელი მზადდება და უხლოეს დღეებში სასამართლოში შეიტანენ.

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე ჯარიმას კვლავ „სითი პარკი" გამოწერს, 10 აპრილიდან კი — „თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.

„სითი პარკს" უფლება აქვს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმები გამოწეროს. კონტრაქტის თანახმად, თითოეული ჯარიმიდან კომპანია 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ნაწილდება (40% — 60%-ზე).

ყველა ახალი ამბავი
0