თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქე საგზაო–სატრანსპორტო შემტხვევის შედეგად სომხეთში, სოფელ არტენისთან დაიღუპა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსის, ედგარ ჯანოიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა“, – განაცხადა ჯანოიანმა.
როგორც კრიმინალური ქრონიკის ვებ–გვერდი shamshyan.com იუწყება, MAN–ის მარკის ავტომობილის მძღოლი 59 წლის ზურაბ კალანდიანია. სატვირთო სავალი გზიდან გადავიდა, დაეჯახა ბეტონის ზღუდეს და ხევში გადავარდა.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სსკ–ის მუხლით „საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა“.