„წინდა მინდა“ – საქართველოს პრეზიდენტი „ჭრელი წინდების" კამპანიას უერთდება

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ ირგვლივ მყოფთა ყურადღებას და გამოხატავენ სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უერთდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერ აქციას „ჭრელი წინდები".

„ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა!" – დაწერა პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე და მეუღლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა.

© FB / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ - Sputnik საქართველო
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ

დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

რატომ ჭრელი წინდები? დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერმა კამპანიამ სიმბოლურად ჭრელი წინდა აირჩია, რადგან წინდას ქრომოსომის ფორმა აქვს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით.

წინდების ტრადიცია 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა. მისი მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ ირგვლივ მყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას — წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც მათი უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის გამართული ღონისძიების მონაწილენი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).

დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს ბრიტანელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. თითქმის 100 წლის შემდეგ, 1959 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენმა ამ სინდრომის გენეტიკური წარმომავლობა დაასაბუთა.

დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.

ყველა ახალი ამბავი
0