საქართველო საკუთარ „სანქციების სიას“ ქმნის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა მიღებული რეზოლუციის მოუწოდა მთავრობას დაამტკიცოს „სანქციების სია“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქალაქეთა უფლებების დარღვევისთვის ბრალდებულთა და მსჯავრედბულთა წინააღმდეგ

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა მთავრობას 15 ივნისამდე დაამტკიცოს „ოთხოზოროა-ტატუნაშვილის სია“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევისთვის ბრალდებულ და მსჯავრედბულ პირებს მოიცავს.

რეზოლუციის თანახმად, სიაში შევლენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცემაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. 

„მივმართავთ მთავრობას მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაბიესა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს

გარდა ამისა, პარლამენტი რეზოლუციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყების დანიშვნას სთავაზობს.

საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვალების მიზეზად დე-ფაქტო ხელისუფლებამ გულის უკმასირობა დაასახელა, საქართველოს შსს-მ „განზრახ მკვლელობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას, ის 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი. 

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მას „განზრახ მკვლელობისთვის“ დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა კანჯო-ოღლის გადმოცემის საკითხი, თუმცა უშედეგოდ. სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც აღძრა, მაგრამ „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო მაისში საქმე დახურეს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0