თბილისი უერთდება აქციას „დედამიწის საათი“

© Sputnik / Alexander Imedashviliმზის ჩასვლა ლისის ტბაზე
მზის ჩასვლა ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით თბილისში მარათონი და ველოგარბენი შედგება

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს 24 მარტს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციაში „დედამიწის საათი“.

ლისის ტბაზე გაიმართება „დედამიწის საათის" დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება: ველოგარბენი 6 კმ-ზე და მარათონი 3 კმ-ზე. შეჯიბრება 10:00 საათზე დაიწყება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ტყე ლისის ტბასთან - Sputnik საქართველო
ბუნების დაცვა: მთავრობის ინიციატივები

ორგანიზატორთა თქმით, ეკოლოგიური აქციის მთავარი მიზანია ბუნების დაცვის პოპულარიზაცია, ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

წელს გარბენი იმართება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით. 

აქციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო მაისური და სერტიფიკატი. გამარჯვებული ღონისძიების სპონსორებისგან სპეციალურ პრიზს მიიღებს, დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

„დედამიწის საათის“ ფარგლებში აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოსახლეობას, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგია გათიშონ.

საერთაშორისო აქცია „დედამიწია საათი“ (Earth Hour) ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.


ყველა ახალი ამბავი
0