ბუნების დაცვა: მთავრობის ინიციატივები

© Sputnik / Anna Yarovikovaტყე ლისის ტბასთან
ტყე ლისის ტბასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკოლოგიისა და ბუნების ფაქტორს ქალაქების განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისას გაითვალისწინებენ

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2018 წელს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიისადმი განსაკუთრებული ყურადღების დათმობას აპირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი სამინისტრო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ბუნების დაცვის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, ნათქვამია „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში.

განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას დაეთმობა. გაფართოვდება გარემოსათვის რისკის შემცველი საქმიანობის სფეროების სია, შეფასდება გარკვეული სახის საქმიანობის მიზანშეწონილობა პროექტების დაწერისას.

ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვა როგორც პრიორიტეტი: ვის და როგორ დაეხმარება სახელმწიფო

გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურ როლს მოსახლეობა შეასრულებს — ის მიიღებს მონაწილეობას იმ ობიექტების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებში, რომლებიც გარემოზე ზეგავლენას ახდენს.

2018 წლის კიდევ ერთი სიახლეა გარემოზე ზიანის აღმოფხვრის მიზნით ეფექტური სისტემის შექმნა. ამისათვის მოწესრიგდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ხოლო მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემისას ეკოლოგიურ ასპექტს გაითვალისწინებენ.

გარდა ამისა, 2018 წელს დაგეგმილია ღონისძიებები ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის კუთხით.

გაუმჯობესდება ბუნებრივი კატასტროფების გაფრხილების სისტემა. გატარდება ღონისძიებები ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.


ყველა ახალი ამბავი
0