თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ცნობილი უკრაინული პოპ-ჯგუფ „ვია გრას“ კონცერტი თბილისში 24 მარტს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ვია გრა“ ქართული მაყურებლის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარსდგება. გამოსვლა გაიმართება გრანდიოზული შოუ-გათამაშების ფარგლებში მრავალფუნქციური ცენტრ Respublic-ას ერთ-ერთ საგამოფენო მოედანზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Club Iveria და Casino Iveria Tbilisi. შოუს ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge.
„ვია გრა“ — პოპულარული უკრაინული ჯგუფია, რომელიც კიევში 2000 წელს შეიქმნა. 18 წლის განმავლობაში მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. 2013 წლიდან ჯგუფში მღერიან ერიკა გერცეგი, ანასტასია კოჟევნიკოვა და მიშა რომანოვა.
„ვია გრას“ ბოლო ვიდეოკლიპმა Мое сердце занято, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, რამდენიმე დღეში მილიონობით ნახვა დააგროვა.
ჯგუფ „ვია გრას“ მუსიკალური და გენერალური პროდიუსერია კონსტანტინ მელაძე.